სალომე ზურაბიშვილი - ცვლილებები ცესკო-ში იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან - იციან, არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რეჟიმი დავამარცხოთ

ცვლილებები ცესკო-ში იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან - იციან, რომ არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ“.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ დღევანდელი შეხვედრის ჩვენი პირველი თემა, ცხადია, ისაა, რომ დღეს, ამ გაუთავებელ რეპრესიებს და რეპრესიული რეჟიმის სხვადასხვა ქმედებებს, პოლიტიკური პირდაპირი დევნა დაემატა. დღეს ბადრი ჯაფარიძეა პროკურატურასთან და ბრალის დადებას ელოდება. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ რეჟიმი რეპრესიებით ცდილობს, შეგვაშინოს, დაგვაშინოს დაწყებული პროტესტის ხალხისგან, გაგრძელებული პოლიტიკური სპექტრით. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს. არ მოქმედებს. გვაქვს პოლიტიკური მზაობა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხოთ.

ძალიან საინტერესოა ამ დროს რას აკეთებს რეჟიმი, თუნდაც საარჩევნო კუთხით. ცესკო-ში ცვლილებები, რომელიც პირდაპირი აღიარება იმის, რომ გაყალბების ერთ-ერთი ფორმა [იყო], როდესაც ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დადასტურებას არ სთხოვდნენ. დღეს უკვე, მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ამ გაყალბების ფორმის ლეგალიზება, ანუ „კარუსელების“ ლეგალიზება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან. ვისაც ეჭვი აქვს, რომ რაღაც მომენტში იძულებულები გახდებიან, საპარლამენტო არჩევნები დანიშნონ, სჯობს უყუროს იმას, რას აკეთებენ და რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით, ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა. ესეც არ გამოუვათ! ესეც ჩვენთვის, „წინააღმდეგობის პლატფორმისთვის“, ნიშანია იმის, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. მზადყოფნა იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამისთვის მზადება. ეს არის სწორი გზა და ჩვენ, ყველანი ერთად, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმითვე, „ქართული ოცნების“ ქმედებები მათ მოუმზადებლობასა და დაბნეულობას გვიჩვენებს“.

„ამ სიტუაციის წინაშე, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენად დაბნეულია „ქართული ოცნება“ ვიღაცას ცვლის, ვიღაცას ნიშნავს, ნიშნავს დასანქცირებულ პოლიციელს ბათუმში, ინფრასტრუქტურას გარეთ ტოვებს და რაღაც რეგიონულ სამინისტროს ქმნის, ეს ყველაფერი არის დაბნეული ქმედებები, რომელიც მათ მოუმზადებლობასა და დაბნეულობას გვიჩვენებს. ჩვენი მხრივ, კი სიმშვიდე, თანმიმდევრულობა და გამძლეობაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარის, ნინო დოლიძის ინფორმაციით, გუშინ, ცესკომ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას ზღუდავს.

როგორც ნინო დოლიძე აღნიშნავს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

„გუშინ, ცესკო-მ დადგენილებით ცვლილებები მიიღო, რომელიც ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი - კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა.

ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. „კარუსელი“), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს“, - წერს ნინო დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები