პარლამენტმა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება 79 ხმით მიიღო.

ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით აირჩია.

პარლამენტის სხდომაზე, ოხანაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა, პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა.

"ბატონ ანრის, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, იქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ გამოწვევებით სავსე, ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, პირადად თქვენ და თქვენს თანამშრომლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობისთვის. მ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემყურე, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რაც რეალური იყო, არ განხორციელდა არც გარე ჩარევით და არც შიდა არეულობით. დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე. გისურვებთ წარმატებას. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2 აპრილს, ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო