სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნების“ განცხადებებში არის ერთი საინტერესო სიახლე - დაიწყეს აშშ-ზე ისრების გადატანა, ეს კი ნიშანია იმის, რომ ვერ დალაგდა ის, რასაც ელოდნენ

„ქართული ოცნების“ განცხადებებში არის ერთი საინტერესო სიახლე, ახლა დაიწყეს აშშ-ზე ისრების გადატანა. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ვერ დალაგდა ის, რასაც ელოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების უნარი და კომპეტენცია არ აქვს.

„ქართული ოცნების“ განცხადებებში არის ერთი საინტერესო სიახლე, ახლა დაიწყეს აშშ-ზე ისრების გადატანა. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ვერ დალაგდა ის, რასაც ელოდნენ, რადგან ამის უნარი და კომპეტენცია არ აქვთ. აშშ-სთან ვერ დალაგება ნიშნავს, რომ ჩვენ ვერც ერთ პარტნიორთან ვერ გვაქვს საქმე დალაგებული. უფრო და უფრო იზოლაციაში ვართ, ვართ მარტო და დაუცველი ვრჩებით. ამიტომ იძულებულები არიან, რომ ჩინეთს მიმართონ ხან ცენტრალური ბანკით, ანაკლიაზე კი, რა ხდება არ ვიცით...

ის კი ჩანს, რომ ქვეყანა დაუცველია, მეგობრებსა და პარტნიორებს „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია, ეს კი მოქალაქეებს მარტო და დაუცველს ტოვებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, ზურაბიშვილი ბრიფინგზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის არჩევნებს და ამ პოზიციაზე კვლავ ვასილ მაღლაფერიძის არჩევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ეს არ იყო არჩევნები“. ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალი არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა დაუბრუნოს.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი დამონებულ მდგომარეობაშია, რომელიც ერთ პარტიას ემსახურება და იმ პარტიაში რამდენიმე ადამიანს, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. როგორც კი არჩევნები ჩატარდება და ახალი ხელისუფლება მოვა, პირველ რიგში, ხალხს „საზმაუ“ უნდა დაუბრუნდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ნეიტრალური, დამოუკიდებელი არხი, რომელიც ადამიანებს ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის, რომ მათ იცოდნენ, თუ რამდენად დაუცველები არიან, თუ რა დონეზეა საფრთხეები და არც პანიკაში უნდა ჩააგდონ ადამიანები, მაგრამ არც რეალობა უნდა დამალონ. ეს ის როლია, რომელსაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის