შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - IBSU-ს გუნდი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის რჩეულია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის გუნდი საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) რჩეული გახდა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე თქმით, IBSU-ს გუნდი საუნივერსიტეტო სტარტაპ კონკურსში - UNI4VERSE იღებდა მონაწილეობას, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ჩატარდა.

„კონკურსის ეტაპი შედგებოდა ორი ნაწილისგან:

პირველ ეტაპზე გუნდებმა გაიარეს უნივერსიტეტის შიდა ინტენსიური „მენტორშიფის“ პროგრამა, რის ფარგლებშიც, ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დახმარებით შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს და დაამუშავეს ინოვაციური სტარტაპ იდეები.

ფინალურ ეტაპზე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს GITA-ს საკონსულტაციო შეხვედრებში, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ბიზნეს მენტორებისგან მიიღეს რეკომენდაციები, გაიღრმავეს ცოდნა და იდეები დემო დღისთვის მოამზადეს.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციებს, მეწარმეობას და სტუდენტების განვითარების შესაძლებლობებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა