ანა დოლიძე - საჩივარი შეტანილია, ბრძოლა გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთი მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ არ შევავსე პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ქონებრივი დეკლარაცია, რის გამოც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. საქართველოს პარლამენტის წევრი არცერთი დღე არ ვყოფილვარ, ხელფასი არ ამიღია და არ ვიყავი ვალდებული შემევსო დეკლარაცია. დღეს, მე მოვედი საქალაქო სასამართლოში და ეს საკითხი გავასაჩივრე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთი მხრივ, ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე. როდესაც სხდომა ჩაინიშნება, მე თვითონ დავიცავ ჩემს ინტერესებს. ბრძოლას გავაგრძელებ იქამდე მანამ, სანამ ამ ქვეყანაში სამართალი არ იზეიმებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ კომენტარს კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს