მამუკა ხაზარაძე - შვიდი თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება

შვიდი თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა - „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!

ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.

ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.

ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.

ჩვენი მოთხოვნა იგივეა - ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!

ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს