სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი - შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია - დარღვევა არ გამოვლინდა

შევამოწმეთ კომპანია „მილაც“, რომელიც სასკოლო დაწესებულებებისა და ბაგა-ბაღების მიმწოდებელია. დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს კომპანია „სოფლის ნობათში” 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს წელიწადში სულ მცირე 4-ჯერ ამოწმებს. შედეგად, გასულ წელს სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო. რაც შეეხება „სოფლის ნობათს“, გასულ წელს კომპანიაში 15 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა, რაც მოიცავს როგორც ინსპექტირებას, დოკუმენტურ შემოწმებასა და ნიმუშების აღებას, ასევე ჰასპის (HACCP) აუდიტს“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სეს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტოს თანამშრომლები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შევიდნენ „სოფლის ნობათის“ შესამოწმებლად. მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად მცირე პარტიაში აღმოჩნდა კანონით დასაშვები ზღვრული ოდენობის გადამეტება (0.1-იდან 0,32 მკგ/ლ-მდე).

„კომპანია თანამშრომლობს სააგენტოსთან. ბაზრიდან მყისიერად დაიწყო პროდუქციის გამოთხოვა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურსა და რეგიონულ სამსახურებს დავავალეთ სავაჭრო ქსელების კიდევ ერთხელ შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ პარტიის სურსათი დახლებიდან მოხსნილია და გაყიდვაში არ არის“, - განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არცერთ დასახლებულ პუნქტში აღნიშნული პროდუქცია აღარ იყიდება.

აღნიშნულ კომენტარს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის