გრიგოლ ლილუაშვილი - ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება მთავრობის კურსის შესაბამისად

ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში, - ასე მიმართა სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის - მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი, როგორც სამსახურის უფროსის შემცვლელად წარადგინა ბატონი ანრი ოხანაშვილი. ბატონი ანრი იყო ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, ის მონაწილეობას იღებდა ჩვენთან დაკავშირებული თემების როგორც განხილვაში, ისე ამ თანამშრომლობის ფონზე ახორციელებდა საპარლამენტო ზედამხედველობას ჩვენს უწყებაზე. ეს ადამიანი გარდა თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა, ძალიან შორს ნამდვილად არ არის ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთან. კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის ასპექტებს, ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანრის და მის მოადგილეებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია