კაია კალასი - რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული

რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

„რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, - წერს კაია კალასი X-ზე.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მორიგი რუსული თავდასხმა, მაგრამ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

რუსული ძალების სარაკეტო იერიშს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა. მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე თავდასხმები ამის დასტურია“.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს