ლევან სანიკიძე - საკადრო ცვლილებებს გავლენა არ ექნება ქვეყნის უკეთეს მომავალზე, საერთაშორისო იზოლაციის დასრულებაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე - ცვლილებები ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს და მისი ოჯახის კეთილდღეობას

საკადრო ცვლილებებს არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, საერთაშორისო იზოლაციის დასრულებაზე და ევროპულ ინტეგრაციაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის ანრი ოხანაშვილით ჩანაცვლებაზე.

სანიკიძის თქმით, ეს ცვლილება ემსახურება „მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს და მისი ოჯახის კეთილდღეობას“.

„ცვლილება არცერთ საკითხზე ის არ იმოქმედებს, არც რეპრესიული მანქანა გაჩერდება და არც პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე მიმდინარე ბრძოლის შედეგები. რთულია იმის თქმა, თუ რით არის ეს გამოწვეული, ივანიშვილის სიმპათია-ანტიპათიებით, თუ შიდა კლანური დაპირისპირებით, მაგრამ მთავარი არის ის,რომ არსებითად არაფერი იცვლება არც პოლიტიკურ პარტიებისთვის, არც პოლიტპატიმრების ოჯახებისთვის, არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც საერთაშორისო იზოლაციის დასრულებისთვის.

[არსებული საკადრო ცვლილებით] ჩემია აზრით, არჩევანის გაკეთება არის ცუდსა და უარესს შორის. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელია ცუდი და რომელი უარესი. მიმაჩნია, რომ ძველი და ახალი კადრებიც კატასტროფაა, ემსახურებიან მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს და მისი ოჯახის კეთილდღეობას“, -განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ