ემანუელ მაკრონი - რუსეთი აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს

რუსეთი განახლებული ინტენსივობით აგრძელებს ომს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას არ ავლენს, აშშ-სა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით თამაშობს და ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს, მათ შორის ქალაქ კრივი-რიჰზე შეტევას.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მიიღო პრეზიდენტ ტრამპის წინადადება ცეცხლის სრული და უპირობო 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, თითქმის ერთი თვის წინ და როცა ჩვენ ყველა პარტნიორთან ვმუშაობთ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რუსეთი განახლებული ინტენსივობით აგრძელებს ომს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას არ ავლენს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთმა დარტყმები უნდა შეწყვიტოს და ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს.

„რუსეთის ეს დარტყმები უნდა შეწყდეს. ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ძლიერი ქმედება უნდა მოჰყვეს, თუ რუსეთი მშვიდობის შეჩერებას და უარყოფას გააგრძელებს. კიდევ რამდენ ხანს ითამაშებს რუსეთი შეერთებული შტატებისა და უკრაინის სამშვიდობო წინადადებებით და გააგრძელებს ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას?“- წერს მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა