შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკულ ფონდებს ცხვირი არ წაატეხა, არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს ფონდები თანხას თაღლითურად ხარჯავდნენ, მათ შორის, ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად - იგივე სიტუაციაა ევროკავშირის ფონდებთან

ვიდრე აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკულ ფონდებს ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს ფონდები თანხას თაღლითურად ხარჯავდნენ, მათ შორის, სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად - იგივე სიტუაცია არის ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებითაც - თავად ევროკომისიამ აღიარა, რომ თანხები ლობიზმისთვის იხარჯებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ლობიზმი საქართველოში ხილულია. პაპუაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირის ფული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად იხარჯებოდა.

„ჩვენ ხომ ვხედავთ, სანამ ამერიკულ ფონდებს ახალმა ადმინისტრაციამ ცხვირი არ წაატეხა, იქამდე არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ ეს ფონდები ამერიკული ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავდნენ, როგორც შემდეგ ადმინისტრაციამ შეაფასა, თაღლითურად. თანხას ხარჯავდნენ სხვა ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად. იგივე სიტუაცია არის ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებითაც. აქაც, დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. როგორც ჩანს, ბოლოს, სანამ ცხვირს არ წაიტეხენ თვითონ... ეს სწორედ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ თვითონ წაიტეხეს ახლა უკვე ცხვირი. სხვათა შორის, ევროპის სახალხო პარტია EPP არის აღშფოთებული ამაზე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფული იხარჯებოდა ლობიზმისთვის. სხვა რამეს ხომ არ ვამბობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში?! ეს არის კორუფციის ნაირსახეობა, როდესაც საჯარო თანხები გამოიყენება პოლიტიკური, ვიწროპარტიული თუ გარკვეული ვიწრო ჯგუფის ინტერესებში მყოფი პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. ეს ლობიზმი საქართველოში ხილულია. ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ ევროკავშირის ფული იხარჯებოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. ევროკავშირის ელჩი პირადად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში.

თავად ევროკომისიამ აღიარა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ თანხები არამიზნობრივად, ლობიზმისთვის იხარჯებოდა, მათ შორის, სპეციფიკურად იხარჯებოდა ოპონენტების გასაჩუმებლად, მათი დისკრედიტირებისთვის, რომ არ გაეწიათ პოლიტიკური ოპონირება გარკვეული საკითხების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა