შალვა პაპუაშვილი ჯინ შაჰინზე - იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა

იმედგაცრუება ჩვენთვის უნდა ეკითხათ, როცა ამერიკული კომპანია ვერ ვნახეთ, რომელსაც ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ექნებოდა. ასეთი დამოკიდებულება ცოტა უცნაურია - არც შენთვის გინდოდეს და არც სხვისთვის, ეს დაახლოებით ასეა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩატარდა ღია ტენდერი, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. მისი თქმით, სამწუხაროდ ამერიკულ კომპანიებს ინტერესი არ გამოუჩენიათ.

„არავის დაუშლია არც ამერიკული და არც სხვა კომპანიისთვის, რომ მონაწილეობა მიეღო. შარშან, ღია საერთაშორისო ტენდერი ჩატარდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო. ვინც მონაწილეობა მიიღო, მისი არჩევა მოხდა. ამიტომ, თუ რაიმე სინამდვილე აქვთ საკუთარ მონაწილეობაზე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ვგულისხმობ, ის არის გენერალური პარტიის წარმომადგენელი, მისი ადმინისტრაცია, წინა ადმინისტრაცია დაკავებული რომ არ ყოფილიყო ფულის ხარჯვით საქართველოში, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ფული და ენერგია წარემართა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ასეთი პროექტებისკენ, ვინ იცის, იქნებ, დღეს ამერიკული კომპანიები ყოფილიყვნენ დაინტერესებულები. ზუსტად ამას ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, ამერიკის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორობას შინაარსი არ ჰქონდა მიცემული. წლებია ვცდილობდით, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოფილიყო, ასევე ყოფილიყო უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, რაც ეკონომიკურ ურთიერთობებს წაახალისებდა. გარდა ამისა, არაერთხელ საუბარი იყო პირდაპირ, რომ ჩვენ დიდი ეკონომიკა არ ვართ და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ძალიან ადვილად შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობების, ამერიკული ინვესტიციების წახალისება საქართველოში. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯების ნაცვლად, წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო ჯანჯღარით და რევოლუციების დაფინანსებით, რაღაც უაზრო იდეოლოგიების და ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით. სენატორ შაჰინის პარტიამ, წინა ადმინისტრაციამ ამისთვის დახარჯა ამერიკელი ხალხის ფულიც, ენერგიაც. საბოლოო ჯამში, ახლა რაღაც საყვედურ ნარევი სიტყვები გვესმის იმ გაფუჭებული საქმის გამო, რაც შაჰინის და წინა ადმინისტრაციის დამსახურებაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

„საქართველომ გააუქმა პორტთან დაკავშირებული კონტრაქტი დასავლურ ფირმებთან. ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს, რომ ის მიმართულია ჩინურ კომპანიას გადასცეს ის პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს არის საკითხი, რომელზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ღრმად იმედგამაცრუებელია, როცა ვხედავ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას“, - აღნიშნა სენატორმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის