ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და აშშ შაბათს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ - ბურთი ამერიკის მოედანზეა

ვაშინგტონი და თეირანი 12 აპრილს ომანში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ირანი და შეერთებული შტატები შაბათს ომანში მაღალი დონის არაპირდაპირი მოლაპარაკებებისთვის შეხვედრას გამართავენ. ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე ტესტი. ბურთი ამერიკის მოედანზეა“, - წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ირანთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს. ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახავთ რა შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა სასურველი იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა