შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკი, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს

პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ არის იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის, სემინარების სახით.

„არჩევნების წინ ვხედავდით, თუ როგორი ჩარევა ხდებოდა გარედან ჩვენს არჩევნებსა და ჩვენს დემოკრატიაში, ხალხის მიერ ნების ფორმირებაში. სამწუხაროდ, ჩვეულ საქმედ იქცა, რომ ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი მოწესრიგება სჭირდება. ეს საკანონმდებლო პაკეტი ორ საკითხს ეხება. პარტიების დაფინანსებას ეხება. რა თქმა უნდა, უცხოური დაფინანსება აკრძალულია, მაგრამ ერთი სფერო იყო დარჩენილი, რომ უცხო ქვეყანას, ანუ, დონორს შეეძლო, პარტიისთვის უსასყიდლო სემინარებისთვის თუ პარტიული განვითარების პროგრამებისთვის თანხა გაეღო. ვნახეთ, რომ სქემები იყო, რითაც პარტიების დაფინანსება ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტია „დროა"-ს ევროკავშირის ბიუჯეტიდან შემოვლითი სქემებით აფინანსებდა. ასევე ბევრი პოლიტიკოსია, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ სხვადასხვა ფონდებიდან თანხებს იღებდა.

რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომელთაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვთ. ამიტომ, მოწესრიგებული იქნება, რომ პარტიებს არანაირი უცხოური დაფინანსების მიღება არ შეეძლებათ, მათ შორის ასეთი სემინარების თუ სხვადასხვა ღონისძიებების სახით,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა