ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ „საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება“

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით ცხადი ხდება, რომ „საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება“.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში ყველაფერს მხოლოდ ივანიშვილი განაგებდეს.

„ცხადი ხდება, რომ საქართველოში ბოლო ფაზაში გადადის დიქტატურის დამყარება. არანაირი თანხები არ იმოძრავებს ივანიშვილის ნებართვის გარეშე საქართველოში, არც დასავლური და არც ქართული. მას აქვს არათუ სურვილი, არამედ მიზანი, რომ ყველაფერი არა მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური კუთხით, არამედ ყველაფერი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის გავლენით წყდებოდეს“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება რეპრესიულ კანონებს იღებს.

„ყველა ამ ცვლილების მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი ფინანსური წყარო ქვეყანაში და აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლდებოდეს ივანიშვილის მიერ“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ დიქტატურის დამყარებას ცდილობს.

„როცა დიქტატურა მყარდება, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს ეკრძალებათ ყველაფერი. ეს არის ის სცენარი, რაც ვიხილეთ ჩვენ ბელარუსში, პუტინის რუსეთში და ახლა უკვე ივანიშვილის საქართველოში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის ეროვნული წინააღმდეგობა.

„ოპოზიციას ერთადერთი გზა დარჩა აჩვენოს, რომ ქუჩის პროტესტის და ეროვნული წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გადატეხოს. ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო რეპრესიული და უფრო შემზღუდავი ხდება თავისი ე.წ. კანონებით. მიზანი არის იგივე, რაც პუტინის რუსეთში იყო- კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ჩახშობა“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს