პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებად ემზადება, რომლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პრეროგატივა პრეზიდენტს აღარ ექნება

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის პრეროგატივა პრეზიდენტს აღარ ექნება.

XI მოწვევის პარლამენტი ახალი რეგლამენტის მისაღებად ემზადება. რეგლამენტის პროექტის ფარგლებში, რომლის მიღების შედეგად საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები ახლებურად მოწესრიგდება, ცვლილება ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებასაც ეხება.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი ხსნის. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში კი, სხდომის გახსნის უფლებამოსილება პარლამენტის უხუცესს დეპუტატს აქვს.

ახალი რეგლამენტის პროექტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები შემდეგნაირად მოწესრიგდება: - ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტი დანიშნავს. ამასთან, რეგლამენტითვე განიმარტება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა პირველი სხდომის გამართვის თარიღი არ განსაზღვრა, ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან მე-10 დღეს - დღის 12 საათზე იკრიბება.

ახალი რეგლამენტის პროექტით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

ახალი რეგლამენტის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის