თინა ბოკუჩავა - დიდი ალბათობით, რეზოლუცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ ორ ფუნდამენტურ პირობას დააყენებს - ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

დიდი ალბათობით, რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ ორ ფუნდამენტურ პირობას დააყენებს - ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ დაბრუნდება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც ის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით ესწრებოდა.

„დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს სამუშაო ვერსიას, იმ რეზოლუციის, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე ხუთშაბათს მიიღებს. მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც გუშინ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით ვესწრებოდით. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ დააყენებს, იმ ორ ფუნდამენტურ პირობას, რომელიც იანვრის რეზოლუციაში ვიხილეთ. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ დაბრუნდება, წულუკიანის იანვრის მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პირობები არ ყოფილიყო დაყენებული და რომ სწორედ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ გამოვიდეს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა