საპატრიარქო - პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო - ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული

ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო. თუმცა ის ასევე „8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება“.

„ა.წ. 6 აპრილს, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვა კურთხევა, 9 აპრილს სამშობლოსთვის შეწირულთა სულების საოხად და მომხდარი ტრაგედიის გახსენების მიზნით, გამთენიისას ქაშვეთის ეკლესიის ზარები დარეკილიყო; მაგრამ ბ-ნ პაატას ბოლო განცხადებითვე, იგი 8-9 აპრილს აანონსებს თავისი პოლიტიკური ბრძოლის წამოწყებას და აკეთებს მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ზარების დარეკვაც მისთვის, სავარაუდოდ, ამ კონტექსტში მოიაზრება;

მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირებისგან დაფიქსირებული ამა თუ იმ პოზიციისა, ზოგადად, ეკლესია არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალისადმი მიკერძოებული. მას აქვს მრევლის და, შესაძლებლობის ფარგლებში, ქვეყნის გაერთიანებისთვის ზრუნვის მოვალეობა და საღვთო სწავლების მიხედვით მოქმედების უფლება; ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

1989 წლიდან მოყოლებული, 9 აპრილი გამორჩეულ დღედ იქცა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში; ამასთან დაკავშირებით, წელსაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, ტრადიციისამებრ, გადახდილი იქნება პანაშვიდებიც და პარაკლისებიც როგორც 9 აპრილის მემორიალთან, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახ. ტაძარში და საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო