შსს - ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა და გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გიორგი ბუხრაშვილს ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„გიორგი ბუხრაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა. ვახტანგ გომელაურმა გრიგოლ ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორს გიორგი ბუხრაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება პოლიციელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს რეგიონში მართლწესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა