„ტვ პირველის“ ოპერატორი აცხადებს, რომ „ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო

„ტვ პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი აცხადებს, რომ „ფეისბუქ-პოსტის“ გამო შსს-მ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ლაშა ჯიოშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც პოლიციელი სამართალდარღვევის ოქმს აცნობს.

მისი ინფორმაციით, შსს-მ საქმის წარმოება 173-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

ჯიოშვილი აცხადებს, რომ საქმე ეხება მის “ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც შსს-ს მოიხსენიებს, „როგორც ეკუთვნოდათ“ და აგინებს.

„დამირეკეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ითვალისწინებს. სასამართლოში შეგვაქვსო [სარჩელი].

გუშინწინ, 6 აპრილს, დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, წაშლას არ ვაპირებ, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ…...ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. ადამიანები, რომლებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, სხედან და ჩემს “ფეისბუქ“ სტატუსებს უთვალთვალებენ. ძალიან სასაცილოები ხართ. თუ გგონიათ, რომ მაგით რამეს თქვენს სასიკეთოდ შეცვლით, მინდა, გითხრათ, რომ უარესისკენ ცვლით. შევხვდებით სასამართლოში და რა თქმა უნდა, ცეცხლი ოლიგარქიას" - აცხადებს ჯიოშვილი, რომლის კომენტარსაც “ტვ პირველი“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 10 აპრილს, 11:15 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე დავით პაპუაშვილი განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა