აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე ზრდის

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს 104%-მდე გაზრდის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპის მიერ 7 აპრილს სოციალურ მედიაში გავრცელებულ მუქარაზე ისაუბრა, რომ ის ჩინეთის საპასუხო ტარიფების საპასუხოდ პეკინის წინააღმდეგ ტარიფებს დამატებით კიდევ 50%-ით გაზრდის და ლევიტს ჰკითხა, ხელმოწერილია თუ არა ამ კუთხით რაიმე დოკუმენტი.

“ის ძალაში შევა დღეს ღამით, 00:01 საათზე [ვაშინგტონის დროით], ანუ ხვალიდან”, - განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ შემოღებული სატარიფო განაკვეთი 50%-ით გაიზრდება - 54%-დან 104%-მდე და ის აშშ-ში ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე იმოქმედებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა