პაატა ბურჭულაძე - დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ, ამ ადგილას, ამ დღეს

პატრიარქმა მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და, ალბათ, შეიძლება ვერ შეძლონ ზარების დარეკვა... დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევა არის, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავაჟღერებთ, რათა ზარებით გაიღვიძოს საქართველომ, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბურჭულაძემ მიმართა აქციის მონაწილეებს და უთხრა, რომ ვისაც სურვილი აქვს ღამის გათენების, მაგრამ ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნია, წავიდნენ და დილით დაბრუნდნენ, რადგან, მისი თქმით, ეს ადამიანები დილით უფრო დაჭირდება აქციას.

“დღევანდელი ე.წ. მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ჩვენს თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, აი, ამ ადგილას, ამ დღეს.

მოკლედ გეტყვით, თუ როგორ წარიმართება დღევანდელი დღე - ჩვენ ახლა სიტყვით გამოსვლები გვექნება. იცით, რომ დღევანდელი დღე ძალიან დატვირთულია არა მარტო 9 აპრილით, არამედ აქ არიან სინდისის პატიმრების მშობლები - ეს ის ხალხია, ვისი შვილებიც ჩვენს თავისუფლებას ციხეში იცავენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც აღზარდეს ნამდვილი პატრიოტები. ეს ის ხალხია, რომლებიც აუცილებლად ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ და მათი გარეთ გამოსვლა ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს აქტიურობაზე.

დილის 04:00 საათამდე გვექნება სიტყვით გამოსვლები. ჩვენთან არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი - ჩვენი პატრიარქი, რომელმაც მოგვცა კურთხევა, რომ 04:00 საათზე ზარები დარეკილიყო ქაშვეთის ეკლესიაში, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და, ალბათ, შეიძლება ვერ შეძლონ ზარების დარეკვა... დიდი მადლობა პატრიარქს და რადგან მისი კურთხევა არის, ჩვენ ჩაწერილ ზარებს მაინც გავაჟღერებთ, რათა ზარებით გაიღვიძოს საქართველომ.

დილის 04:00 საათზე ყველას დაგირიგდებათ სანთლები, მობრძანდება სასულიერო პირი და აღვავლენთ პანაშვიდს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად.

ჩვენი შეხვედრის მეორე ნაწილი არის ის, რომ 9 აპრილი, რომელიც 1991 წელს შედგა, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და ზუსტად 12:30 საათზე, ჩვენ მოვისმენთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას და ამის შემდეგ ყველა დავდებთ ფიცს”, - მიმართა პაატა ბურჭულაძემ აქციის მონაწილეებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო