გიორგი შარაშიძე - მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება დაღუპული გმირების წინაშე, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიაროს - მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ

დღევანდელი დღე, ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს მშვიდად და წყნარად. თითოეულ ქართველს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში, აქ დაღუპული გმირების და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ მშვიდად, მათი პატივისცემით ჩაიაროს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს 36 წლის შემდეგ კვლავ უწევთ ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის.

„9 აპრილი არის ყველაზე დიდი სიმბოლო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის. 1989 წელს აქ იყო მსხვერპლი, მათ შორის ახალგაზრდების, ჩვენი თანამემამულეების და 2 წლის შემდეგ აქ დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თარიღი ერთი მხრივ არის მძიმე და მეორე მხრივ საზეიმო, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება. ამიტომ, დღევანდელი დღე, ჩემი აზრით, უნდა ჩატარდეს მშვიდად და წყნარად. თითოეულ ქართველს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური კუთვნილებისა, გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირველ რიგში, აქ დაღუპული გმირების და მათი ხსოვნის წინაშე, რომ დღეს ამ დღემ მშვიდად, მათი პატივისცემით და იმ სულისკვეთებით ჩაიაროს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ნიშნავს. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, 36 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ გვიწევს ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ, ქართველი ხალხის მოთხოვნა - ხელახალი არჩევნები, თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უკანონო პატიმრების გათავისუფლება - ძალაში უნდა დარჩეს და ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ამ მოთხოვნას მივაღწევთ“, - განაცხადა შარაშიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა