მიხეილ ჯანელიძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა - „ქართული ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს, ის შესულია ავტოკრატიულ სპირალში

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და ქართველი ხალხის თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა- „ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას, ის შესულია ავტოკრატიულ სპირალში,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დღეს, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძე წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რისთვისაც საზოგადოების მკაფიო მოთხოვნა არსებობს.

„ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს და ქართველი ხალხის თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა.

„ქართულმა ოცნებამ“, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები აგენტებად შერაცხა და საბჭოთა „კაგებესთან“ გაათანაბრა, ნაცვლად იმისა, რომ გაებედა და მათ დალაპარაკებოდა, მოესმინა და დღეს მაინც ეცადა, რომ საზოგადოების გასაერთიანებლად ნაბიჯი გადაედგა.

ყველაზე მძიმე და რთული ამ მდგომარეობაში არის ის, რომ „ქართული ოცნების“ არცერთმა წევრმა, თავისუფალი საზოგადოებისკენ გადასადგმელი ნაბიჯის სივრცე არ დაიტოვა.

ყველა კარგად ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო გარემო დღეს. შიდა გახლეჩილობა და პარტნიორებისგან იზოლაცია დამღუპველია ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ დიადი მიზნისთვის, რომელსაც შეეწირა საქართველოს მრავალი მოქალაქე 9 აპრილს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღემდე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამისთვის, არსებობს საზოგადოების მკაფიო მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება თავისუფალ გარემოში.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას, ის შესულია ავტოკრატიულ სპირალში და ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ საზოგადოების ერთობას შეუძლია.

„ქართული ოცნების“ მომხრემ, თუ მოწინააღმდეგემ, უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს საზოგადოების გახლეჩას და მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოთხოვნების შესრულება.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც ოჯახის საერთო ინტერესებით უნდა იმართებოდეს და არა თვითმარქვია ოჯახის უფროსის მიერ ოჯახის წევრების გარიყვით“,- წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, 9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე