ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი - მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია - ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს

ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ზომები საქართველოში არსებული ვითარების სიმძიმეს არ ასახავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სებასტიან ტინკინენმა (ფინეთი) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ფინელმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ანგარიშის პროექტს, რომელიც „საქართველოს რეჟიმზე გაზრდილი ზეწოლის მოწოდებით გამოდის“, მიესალმება.

„ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის, რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონები და საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის სასტიკი ჩახშობა. ეს ჩვენი მხრიდან საშინელი მარცხია. ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატი ქვეყანა ხდება ადგილი, სადაც ჩვენი მტრების იდეალები ასეთ დომინანტობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ“, - განაცხადა ტინკინენმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის