შალვა პაპუაშვილი - ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი - გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული

ესეც არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რასაც ცდილობენ, სამშობლოდაკარგული ადამიანების ხელით აკეთონ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ახსენეს 9 აპრილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებში რუსეთი და ამის ნაცვლად თქვეს, რომ „უცხოურმა ძალამ“ განახორციელა ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ“.

პაპუაშვილმა გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ისტერია უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი „უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული როგორც რუსთაველზე, ისე სოციალურ მედიაში“.

„ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ - რუსეთი და ევროპა, სხვა საერთოდ არაფრის შინაარსში არ ერკვევიან. არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი- შავი, რუსეთი-ევროპა, სხვა გვერდზე ნაბიჯის გადადგმა და რაიმე აზროვნების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ეს ისტერია გუშინ უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული, როგორც რუსთაველზე, ისე სოციალურ მედიაში. სწორედ ეს ისტერია იმის მაჩვენებელი და მკვებავია, რომ ადამიანები რეაგირებენ გამაღიზიანებლებზე, სიტყვებზე, რომელიც მათ უნდათ მოისმინონ. 1989 წელს, ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი 9 აპრილს. ძალიან კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ-საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინმე კითხვებს სვამს, საერთოდ, რა მოხდა და როგორ, ეს არის პრობლემა. ყველაზე ამაზრზენია, როდესაც „ეროვნული მოძრაობის“ მდევნელი, მამუკა ხაზარაძე; რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძე დადგებიან რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის მიტინგის წამყვან, ირაკლი ქადაგიშვილს ეტყვიან, რომ ის იქ არ უნდა მივიდეს. აი, აქ მიიყვანა უცხოურმა ფულმა და უცხოური ძალების ინტერესებმა საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, გუშინ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა და წაბილწეს ის იდეა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეები იბრძოდნენ.

„ვნახეთ, ეს ყველაფერი ვისი დაფინანსებით იყო, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების: “საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, „სირცხვილია“. ქალბატონი ლომჯარიას ორგანიზაცია. ვინ აფინანსებს მათ? მათი დამფინანსებლები უნდა გამოვიდნენ და იმ ამაზრზენობაზე პასუხისმგებლობა აიღონ, რაც გუშინ მოხდა. ზიზღით, სიძულვილით გაჟღინთეს ადამიანები და შემდეგ გამოიყვანეს, რომ ხალხი ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში