შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან - აქ არავინ მოდის ბრალდებულის სტატუსით, ხოლო ისინი, ვინც კომისიაზე მოსვლას გაექცნენ, აღიარებით ჩვენებას აძლევენ

საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო 20 ივნისის საქმეზე იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე - აქ არავინ მოდის ბრალდებულის სტატუსით, საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო კომისიამ მოქმედი თანამდებობის პირებიც დაიბაროს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "საგამოძიებო კომისია შეეცდება, ყველა გამოკითხოს, ვისაც აქვს ინფორმაცია".

„ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ანუ, იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე, რა ქმედებები იყო განხორციელებული.

საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია. აქ არავინ არ მოდის ბრალდებულის სტატუსით. სხვათა შორის, ისინი, ვინც გაექცნენ საგამოძიებო კომისიაში მოსვლას, საბოლოო ჯამში, ამით აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომ ჩადენილი აქვთ რაღაც, რაც დანაშაული, ან დანაშაულის ტოლფასია. რაც შეეხება მოქმედ თანამდებობის პირებს - შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიაში განმარტება მისცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ასე რომ ვისაც აქვს ინფორმაცია, საგამოძიებო კომისია შეეცდება, რომ ყველა გამოიკითხოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი “აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან".

„ცხოვრება მიდის, ისინი ჭკუას ვერ სწავლობენ. ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ მათ დათმობილი აქვთ მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს - თავისუფლება. ისინი არიან დღეს გარე ძალების ყმები და როგორც ყმები, ისე იქცევიან. ყველაფერი ხელის გულზე დევს, დასამალიც არაფერია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა