ნინო დოლიძე - ეს რეზოლუცია პასუხია „ქართული ოცნების“ რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ეს პარტია ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს და გააქროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფი ქვეყანაში

ეს რეზოლუცია არის პასუხი „ქართული ოცნების“ რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ეს პარტია ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს და გააქროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფი ქვეყანაში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დებატი საქართველოსთან დაკავშირებით და ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც არის ძალიან კრიტიკული.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წინა რეკომენდაციები არ შესრულებულა და მას შემდეგ, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ კვლავ ძალაში დარჩა იანვრის რეზოლუციის მოთხოვნები.

ეს რეზოლუცია არის პასუხი „ქართული ოცნების” რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ეს პარტია ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს და გააქროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფი ქვეყანაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“,-წერს დოლიძე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე