თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები

თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა.

სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას გააერთიანებს:

  • 17 აპრილის ჩათვლით, Agrohub-ის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 500 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ.
  • 12-13 და 19-20 აპრილს კი, სააღდგომო შეთავაზებებით სარგებლობა Gastronome-ის ნებისმიერ ფილიალში შეგეძლებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას, თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.
  • 12-13 აპრილს, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა SUPER-ის მაღაზიებშიც გექნებათ, სადაც ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, თანხის 50%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ.
  • მხოლოდ 12 აპრილს, ეწვიეთ ELITE-ის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში, გადაიხადეთ თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი.
  • ასევე, მხოლოდ 12 აპრილს, კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, Galleria Tbilisi-ს 45-მდე შერჩეულ ობიექტში, 30%-იანი ულიმიტო ქეშბექ აქციით ისარგებლებთ.
  • 15-16 აპრილს, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, შემდეგ ობიექტებში დაიბრუნებთ: Blu Tabla, White Studio, Villeroy & Bock, Coincasaდა 8 000 მოსავალი.
  • 17-18 აპრილს, თუ საკონდიტრო ობიექტებს - ლილისი, ლაიმი და გურმე ეწვევით, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებთ.

(R)

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა