გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გაძლიერდეს

გერმანიამ წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 3 მილიონი ევროთი გაზარდა და მომავალ წლებში 8 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ომის მომავალზე მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაძლოა, ფანჯარა გაიხსნას.

„მაგრამ ეს ფანჯარა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება, თუ რუსეთს ვაჩვენებთ, რომ უკრაინა, საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, შეიარაღების უფრო მოწინავე სისტემებით, საკმარისი რაკეტებითა და საბრძოლო მასალით, ასევე კარგად გაწვრთნილი ძალებით, უკრაინა კვლავ შეძლებს თავის დაცვას შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი.

„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, უკრაინა ძლიერდება. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ და აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, გერმანია უკრაინას კიდევ ოთხ IRIS-T ტიპის მიწა-ჰაერის კლასის თავდაცვის სისტემას და რაკეტებს და Patriot-ის სისტემებისთვის დამატებით 30 რაკეტას მიაწვდის. პისტორიუსის ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის მოთხოვნას რაკეტების ადგილობრივად ლიცენზიით წარმოების შესახებ.

ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს, რომელსაც გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა