გივი თარგამაძე - სასამართლოს განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი კომისიის მიმართ, ასევე უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია

[სასამართლოს] განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი ამ კომისიის მიმართ, ასევე სრული უნდობლობით ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია რა გაგრძელება ექნება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის გამოუცხადებლობას.

„ერთი კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული იმ საჯარიმო სანქციებზე, რასაც ითვალისწინებს კომისიაზე გამოუცხადებლობა. დავუდასტურე, რომ ვიყავი ინფორმირებული. კითხვა იყო რატომ არ მივედი, განვუცხადე, რომ მაქვს სრული უფლება უნდობლობით ვიყო განწყობილი, ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთითაა შექმნილი და რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე, სადაც შიგნით ზის როგორც წევრი სოზარ სუბარი, მეორე რუსი ადამიანი, რომელიც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩემს დაკითხვას ლამობდა აქ საქართველოში. გარდა ამისა, პოლიტიკურად ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურის, არალეგიტიმური პარლამენტის ერთ-ერთი დანაყოფი. ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძია, დაფარა ფაქტები“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს