ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - ჩემი აზრით, გათავისუფლება უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება მაუწყებელს

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, იგი არ აკეთებს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად ვასილ მაღლაფერიძე განაგებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ, რომელზეც მე და ნინო ზაუტაშვილი უკვე აღარ შეგვიშვეს, ვასილ მაღლაფერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ხუთსაათიან აბსურდზე ჩვენ პასუხი არ გაგვეცა. მე უკვე ველოდებოდი, რომ კონკრეტულად დღე-დღეზე ამ გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებდნენ.

მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ეს გენერალურმა დირექტორმაც თავად მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ამას, რასაკვირველია, ველოდი, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენ შეიძლება რაღაც მართვის სისტემა გვქონდეს მაუწყებელში, მაინც მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად განაგებს ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც მე კვლავინდებურად ვამხელ პოლიტიკური ინტერესების გატარებაში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ვერ ასახავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს და, სამწუხაროდ, 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული ყოფილა კულინარიული შოუ, პრიორიტეტული ყოფილა გასართობი შოუ და არა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სოციალურ საკითხებზე.

თინათინ ბერძენიშვილს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა, ერთი მხრივ, ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მეორე მხრივ, ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, გასული წლის ზაფხულის ბოლოდან იგი არ აკეთებს. პრაქტიკულად, სტერილური ეთერით გადავიარეთ წინასაარჩევნო და საარჩევნო ეთერი, ასევე სტერილური ეთერით გადავიარეთ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე.

აუცილებლად გავივლი (კონსულტაციას) იურისტებთან და, რასაკვირველია, სამართლებრივ გზებს მივმართავთ”, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის