საკანონმდებლო პაკეტს, რომლის თანახმად, მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ, პარლამენტში 14 აპრილს განიხილავენ

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ამასთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომელსაც 14 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტი განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს.

მოქმედი კანონით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 600 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების - არანაკლებ 1 250 ლარი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აკადემიას, აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 450 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 900 ლარის ოდენობით. ცვლილების მიხედვით, ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის არანაკლებ 1 250 ლარი.

ამდენად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას გაუთანაბრდება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოამზადა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა