დონალდ ტრამპი -  არანაირი სატარიფო გამონაკლისი არ გამოცხადებულა - უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უსამართლო სავაჭრო ბალანსისა და სატარიფო ბარიერებისთვის, რომლებსაც სხვა ქვეყნები აშშ-ის წინააღმდეგ იყენებენ, პასუხისმგებლობას თავს ვერავინ დააღწევს.

„პარასკევს არანაირი სატარიფო „გამონაკლისი“ არ გამოცხადებულა. ეს პროდუქტები ექვემდებარება ფენტანილის არსებულ 20%-იან ტარიფებს და ისინი უბრალოდ სხვა ტარიფების „კატეგორიაში“ გადადიან. „ყალბმა ამბებმა“ ეს იცის, მაგრამ უარს ამბობს მის გაშუქებაზე. ეროვნული უსაფრთხოების სატარიფო გამოძიების ფარგლებში ნახევარგამტარებს და ელექტრონიკის მთელ მიწოდების ჯაჭვს განვიხილავთ“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების მძევალი არ გახდება.

„გამოაშკარავდა, რომ ჩვენ პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ვაწარმოოთ და რომ ჩვენ არ ვიქნებით სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ისეთი მტრულად განწყობილი სავაჭრო ქვეყნების მძევლები, როგორიცაა ჩინეთი, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ ამერიკელი ხალხის მიმართ უპატივცემულობისთვის. ვერ დავუშვებთ, მათ განაგრძონ ჩვენი შეურაცხყოფა ვაჭრობის საკითხებში, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, ეს დღეები დასრულდა!“ - აცხადებს ტრამპი.

ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს გამოაცხადა, რომ იმპორტირებულ სმარტფონებზე, ლეპტოპებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა