შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მოდის - რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ის რომ მოდის, მისი პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება - ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დაესწროს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას, დადებითად აფასებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ გახარია კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხებს.

„კარგია, რომ გიორგი გახარია [საგამოძიებო კომისიის სხდომაზე] მოდის. იმედია, ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას. იცით, რომ კითხვები არის, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, დაადგინა, რომ იქ დემონსტრანტების მიმართ, ოპერაციის დროს, გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ამ საკითხის ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ის, რა გადაწყვეტილებას იღებდნენ პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირები და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ის არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს.

რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ის რომ მოდის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მისი პარტია პარლამენტშია! თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის... პარლამენტში არის, მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავის ამომრჩეველს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე რომ, პარლამენტის წევრები არიან!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა