შალვა პაპუაშვილი - უცხოეთში ზოგიერთს საშუალება რომ ჰქონდეს, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ საქართველოში დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით - სანქციები 21-ე საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლია

უცხოეთში ზოგიერთს საშუალება რომ ჰქონდეს, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ საქართველოში დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით - სანქციები 21-ე საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ვინც ახლა დადის და საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს, საქართველოში მოღალატეების ერთი გვარია“.

„ეს არის 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეობა. სხვა რამეს კი არ აკეთებდა ორჯონიკიძე. ალბათ, მასაც სწამდა, რომ საქართველოსთვის რაღაც კარგი უნდოდა, მაგრამ იყო სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი, მოღალატე ადამიანი. ზუსტად ასე არიან ესენი, რომლებიც ცდილობენ წარმოადგინონ, რომ საქართველოსთვის აკეთებენ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრებს და სხვა სახელმწიფოს იარაღად გამოყენებას ცდილობს, არის მოღალატე. ეს არის დეფინიცია თავად ტერმინისა - მოღალატე. ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის ხელისუფლებას იყენებს, არის მოღალატე. ასე, რომ ჩვეულებრივად არიან 21-ე საუკუნის მოღალატე ორჯონიკიძეები, რომლებიც დადიან სხვადასხვა დედაქალაქებში და ცდილობენ, რომ გამოიწვიონ ზალპური ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. მეთოდები იცვლება, ადრე თუ ტანკებით, ქვემეხებით, იარაღით და სისხლით შემოდიოდნენ, ახლა სანქციები არის 21-ე საუკუნის ტანკები და ქვემეხები.

მოტივაცია დამოკიდებულება ერთი და იმავეა. უცხოეთში ზოგიერთს საშუალება რომ ჰქონდეს, შეიძლება ტანკებითაც შემოსულიყვნენ საქართველოში დემოკრატიის აღდგენის მოტივაციით. როგორც ვაკვირდები ზოგიერთს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში, თანამდებობა კი აქვთ ისეთი, რომ ტანკებს მოუხმონ და ჭკუაც, როგორც ვატყობ, არ დაუშლის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. ასე რომ, სანქციები 21-ე საუკუნის ქვემეხები და ზალპური ცეცხლია. ზუსტად ისეთივე სანქციებია და ამაშივე მონაწილეობენ მოღალატე ქართველები. ეს ის გენია, რომელიც ხან ერეკლეს ღალატობდა და უცხოელს ეუბნებოდა, რომ მეზარბაზნეები არ ჰყავსო, ვინც ორჯონიკიძესავით კავალერიით შემოვიდოდა და სისხლის გუბეებს დააყენებდა, რომ ქვეყანა დაემორჩილებინა. ვინც ახლა დადის და საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს, ეს საქართველოში მოღალატეების ერთი გვარია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა