გიორგი გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს - ივანიშვილს იცავთ? დაიცავით, არ არის პრობლემა

ივანიშვილს იცავთ? დაიცავით, არ არის პრობლემა, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრებს, რომლებმაც მას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს, თუ როდის მოახსენა აღნიშნულის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს.

გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „იცავს სიმართლეს და ქვეყნის ღირსებას“.

„კითხვა ხომ დამისვით, ივანიშვილს იცავთ თუ არაო, მე ვიცავ სიმართლეს და აქედან გამომდინარე, დიახ, ბატონი ივანიშვილი იცავს სიმართლეს და ამ ქვეყნის ღირსებას, ეს მოგწონთ თუ არა. თქვენ ძალიან წვალობთ ახლა, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრეთ. ჩვენ პირდაპირი და პრინციპულები ვართ, ეს არის თქვენსა და ჩვენს შორის განსხვავება, ტყუილად გეცინებათ“, - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.

მან გიორგი გახარიას უთხრა ისიც, რომ კომისიის სხდომაზე ყოფნა მისთვის დისკომფორტია. „საერთოდ არ მაქვს დისკომფორტი. შემიძლია დილამდე ვიყო, უპრობლემოდ და სიამოვნებით მოგყვებით“,- უპასუხა გახარიამ ალუდა ღუდუშაურს.

სხდომაზე გიორგი გახარიას კითხვა ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა დაუსვა, რომლის შეფასებით, გახარიამ „ნაცმოძრაობა კი არ დაასრულა“, არამედ სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„ნაცმოძრაობას“ რომ შევპირდი, დაგასრულებთ მეთქი, როგორც მიდის საქმე, ჩემი დასასრულებელი იქნება. თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები იმდენი გყავთ უკვე „ოცნებაში“ მაღალ თანამდებობებზე, სხვათა შორის, პარლამენტშიც, ყოფილი „ნაცებით“ არის გადავსებული „ოცნება“. ამიტომ „ნაცებს“ დასრულებით რომ ემუქრებით, ჯერ თქვენ გააუქმეთ და მიხედეთ. მე ამას ვაკეთებ, როგორც ხედავთ. თქვენ ისე მიდიხართ, ზუსტად ჩემი დასასრულებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა გახარიამ.

მან საგამოძიებო კომისიის წევრებს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავს კითხვებს სვამენ.

„გარდა იმისა, რომ მათი ქმედებები სრულად გადმოიტანეთ, სახეების დონეზე გყავთ ინფილტრირებული რიგებში. კითხვებიც ახალი ვერ მოიფიქრეთ ვერაფერი, „ნაცების“ კითხვებს იღებთ“,-განაცხადა გახარიამ. საპასუხოდ, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა: „კითხვებზე პასუხს ვერ სცემთ და ამიტომ, პოლიტიკური განცხადებები გიწევთ“,-მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც მან უპასუხა, რომ არსად მიდის და არსად იმალება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის