მზია ამაღლობელის ადვოკატი - რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის, სრულიად ახალი ფორმულირება იფიქრა და ჩამოაყალიბა, რაც თავისთავად ცხადია, საქმეში არ არის

რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის, სრულიად ახალი ფორმულირება იფიქრა და ჩამოაყალიბა, რაც თავისთავად ცხადია, საქმეში არ არის, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, კერძოდ, კი, გამომძიებელი მიხეილ დარჩია დაიკითხა.

„დღეს გამომძიებელი დავკითხეთ, ვისაც საქმე გადაეცა თითქოს, იმიტომ, რომ საქმეზე ობიექტურობა უზრუნველეყოთ. რა საკვირველია, ამ მოწმის ჩვენება ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი, არალოგიკური, დაუჯერებელი, არაგონივრული, სამართლებრივად არასწორი და ბევრი ხარვეზით, პრობლემითაა, ისევე, როგორც აქამდე დაკითხული სხვა მოწმეების შემთხვევაში. მთავარი ამოცანა, რა გახლავთ, რატომ გადაეცა საქმე ოზურგეთს? მეტ-ნაკლებად, ობიექტური დამკვირვებლისთვის იმის შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ საქმეზე მართლაც გამოძიება მიმდინარეობს. როგორც მოწმის დაკითხვით გავიგეთ, არაფერიც არ მიმდინარეობს არც ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში. მან თქვა, რომ იგივე პოლიციელები გადაკითხეს, მან გვითხრა, რომ იდენტიფიცირება თავადვე მოახდინეს - მოვიდა და თქვა, ეს ნიღბიანი ვარ მეო, მეც დავუჯერე, ეჭვის შეტანის საფუძველი არ მქონდა, არ ვიცნობ, არც სახეზე ვიციო. სამოქალაქო პირები, რომლებიც აქციაზე იყვნენ, მათ არ ვიცნობო, პოლიციას თურმე, მათი იდენტიფიცირების საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ არ არიან თურმე ისინი გამოკითხული. ეს რამდენად დამაჯერებელია, ამაზე საზოგადოება გააკეთებს დასკვნას. ასეთი მოცემულობა გვაქვს, გამოკითხული, გადაკითხული, ამ პოლიციაში - ბათუმის, თუ ოზურგეთის, ცრუ პოლიციელები არიან, აქედან ყველა ნიღბიანია, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, სხვა ბევრ გარემოებაზეც ვკითხეთ გამომძიებელს და ის პასუხები მივიღეთ, რომელიც გვჭირდებოდა. ახლა ერთი მოწმე დაიკითხება, რომელსაც ნიღაბი არ აქვს და ამბობს, თვითმხილველი მოწმე ვარო.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამომძიებელმა მოტივიც კი არ იცის ამ დანაშაულის, სრულიად ახალი ფორმულირება იფიქრა და ჩამოაყალიბა, რაც თავისთავად ცხადია, საქმეში არ არის... გამომძიებელმა არ იცის, როდის დასრულდება[მობილურის ექსპერტიზა], ეს იქნება პლუს უსასრულო დროში გაწერილი ექსპერტიზა, რაც ყველაზე მთავარია, რატომ დანიშნეს ექსპერტიზა, დაასრულეს გამოძიება და მოტივი სხვა არისო თქვეს. ამ პატაკში წერია, რომ მოტივი სავარაუდოდ, სხვაა, რომ ვიღაცამ შეიძლება დავალება მისცა მზიას და ამიტომ განახორციელა, ეს შემოლაწუნება, თუმცა, ბრალდებით მოტივი სხვა გახლავთ, გამომძიებელმა ისიც არ იცოდა, ბრალდების დადგენილებით რა არის მოტივი, მან თქვა, თურმე, იმიტომ გაულაწუნა, სხვა დაკავებულების გამო იძია შურიო“, - განაცხადა მწარიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის