თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - მაისში  გელოდებით პლენარულ დარბაზში - პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?

იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით,თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ, - ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს,თეა წულუკიანს.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს, თუმცა თეა წულუკიანმა ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა.

„მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვათ „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“. გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა - ვერ გავიგეთ, ფიბრიდული სტატუსი გაქვთ, რაღაცა“- მიმართა წულუკიანმა გახარიას.

თავის მხრივ გახარიამ ასე უპასუხა:

„იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“, - აღნიშნა გახარიამ.

თავის მხრივ, წულუკიანმა ისევ მიმართა:

„ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, - უპასუხა წულუკიანმა გახარიას. თავს მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“.

„ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, -განაცხადა წულუკიანმა.

გახარიამ წულუკიანის რეპლიკას ასე უპასუხა: „ახლაც შემიძლია“, რაზეც წულუკიანმა უთხრა, რომ ჯერ არ შეუძლია.

„კი, ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“- ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.

გახარიას განცხადებით, მისი შეშინება მარტივი არ არის.

„თქვენ ხომ იცით, თქვენ, რომ ჩემი შეშინება თან, აი, ასე, რაღაც მოგონილი თემებით, მარტივი არ არის“- განაცხადა გახარიამ.

„ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“, - უპასუხა წულუკიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე