გიორგი გახარია - შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა

თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა.

ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომელიმემ ფული არ აიღოს და არ შეიპაროს.

“გუნდში ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არის პანაცეა. მაგალითად, დღეს რომ მე აქ მოვსულიყავი, გუნდის ნახევარი წინააღმდეგი იყო, ნახევარი - მომხრე, მაგრამ თითოეულ ადამიანს მაშინ, როდესაც, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, აქვს სივრცე, სადაც თავისი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ავუკრძალავ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოიყვანეთ მაგალითი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

მთავარი რა არის, იცით? არ უნდა შეიპაროს და ფული არ უნდა აიღოს ამაში - მთავარი ეს არის, თორემ თავისი რწმენით თუ ამას გადაწყვეტს, მე რა ძალა მაქვს სხვა ადამიანზე…”, - უპასუხა გახარიამ ილია ინჯიას.

საკითხზე საუბარი თეა წულუკიანთან გაგრძელდა.

“ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ…” - მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც სმენია მსგავსი ჭორები.

“ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ”, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას ამ განცხადებას მოჰყვა წულუკიანის რეპლიკაც:

“აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, დიდება უფალს”.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა