გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ბექაურის, მწითურის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კობიაანთკარი, შალიკიანთკარი, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, წეროვანი, პატარა და ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ჩალიპირების, ავთანდილის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს