დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას უყინავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყინავს, - ინფორმაციას Reuters-იავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე.

მანამდე, გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა.

უნივერსიტეტს განათლების დეპარტამენტმა მოსთხოვა, იმუშაოს იმ პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალისა და სტუდენტების გავლენის შესამცირებლად, რომლებიც „აქტივიზმის მიმართ უფრო ერთგულები არიან, ვიდრე განათლების მიმართ“. დეპარტამენტის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ჰარვარდმა მხოლოდ დამსახურების საფუძველზე უნდა აიყვანოს პროფესორ-მასწავლებლები და მიიღოს სტუდენტები და შეწყვიტოს რასის, კანის ფერის ან ეროვნული წარმომავლობის საფუძველზე ყველა პრეფერენცია. დეპარტამენტის მოთხოვნის თანახმად, უნივერსიტეტმა ასევე უნდა შეამოწმოს საერთაშორისო სტუდენტები, „რათა თავიდან აიცილოს ამერიკული ღირებულებების მიმართ მტრულად განწყობილი სტუდენტების მიღება“ და ფედერალურ საიმიგრაციო ორგანოებს აცნობოს ქცევის წესებს დამრღვევი უცხოელი სტუდენტების შესახებ.

ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა საჯარო წერილში დაწერა, რომ განათლების დეპარტამენტის მიერ გასულ კვირას წარდგენილი მოთხოვნები ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს ჰარვარდს გააკონტროლოს და საფრთხე შეუქმნას სკოლის, როგორც კერძო დაწესებულების, ღირებულებებს.

„არცერთმა მთავრობამ - მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში - არ უნდა განსაზღვროს, თუ რა შეუძლიათ კერძო უნივერსიტეტებს ასწავლონ, ვინ შეუძლიათ მიიღონ და დაიქირაონ და სწავლისა და კვლევის რომელი სფეროები განახორციელონ“, - განაცხადა გარბერმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი