მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს

მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და ასევე, პრემიერ-მინისტრთან.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

„ბატონი პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთ ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იწყება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბატონ ილჰამ ალიევთან. ასევე, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მეჯლისის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, რომელიც დღეს ქვეყნებს შორის დგას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა განახლებადი ენერგიის საკითხებს და რიგ მეგა პროექტებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ხორციელდება“, -განაცხადა პატარაძემ.

ყაველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე