შალვა პაპუაშვილი - საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება - გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის მოქმედებდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად

გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განცხადებებს ეხმაურება.

როგორც პაპუაშვილი წერს, „გუშინ, ჩვენების მიცემისას, გიორგი გახარია, ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა“.

„ცალკე გამოსაყოფია, მელიას დაკავება-არდაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა.

კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ, მან ჯერ ვერ გაიხსენა, შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს;

შემდეგ გაიხსენა, რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე;

შემდეგ გაიხსენა, რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს, დასაჭერია და დაიჭირეო. (ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია)

მართლაც საცოდავი სანახავი იყო, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება.

და რატომ იყო ის ასე დაძაბული ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე და მისგან გაქცევას ცდილობდა?

როდესაც ის უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში, დღეს, უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, თუ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც.

პასუხისგან თავის არიდების მრავალი მცდელობის მიუხედავად, გიორგი გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მოქმედებდა არა საქართველოს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატით, არამედ ფარულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად.

ამ შეთანხმებული მოქმედების ისტორიას არქივი კარგად ინახავს:

18 თებერვალს 10:01 სთ-ზე, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამ განცხადებიდან 27 წუთში, 10:28 სთ-ზე, გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში - ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში - სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება”,-წერს პაპუაშვილი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის