Bloomberg - ჩინეთმა ავიაკომპანიებს აშშ-დან Boeing-ისა და მისი ნაწილების იმპორტი აუკრძალა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ავიაკომპანიებს უბრძანა, შეერთებული შტატებიდან Boeing-ის თვითმფრინავების მიღება შეწყვიტონ, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებული პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს იმ სავაჭრო ომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფები დააწესა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, პეკინმა ასევე მოითხოვა, რომ ჩინელმა გადამზიდავებმა შეწყვიტონ თვითმფრინავებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ნაწილების შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან.

ამასთან, ზოგიერთი თვითმფრინავის იმპორტი კვლავ დაშვებული იქნება, რადგან მიწოდებისა და გადახდის დოკუმენტაცია დასრულებული იყო ჩინეთის მიერ გამოცხადებული საპასუხო ტარიფების ძალაში შესვლამდე.

Bloomberg-ი წერს, რომ ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთმა გასულ შაბათ-კვირას ამერიკულ საქონელზე 125%-იანი საპასუხო ტარიფები გამოაცხადა. ეს გადასახადები აორმაგებს აშშ-ში წარმოებული თვითმფრინავებისა და ნაწილების ღირებულებას, რაც ჩინური ავიაკომპანიებისთვის Boeing-ის თვითმფრინავების მიღებას არაპრაქტიკულს ხდის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს