გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე - ეს არის ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობა - პუტინს მისცენ საჩუქრად დასკვნა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობაა - პუტინს მისცენ საჩუქრად დასკვნა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, სასამართლოში, მის საქმესთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, „კომისია არის რუსების შეკვეთა“.

„კითხვაც აღარ დარჩა, როცა კომისიის თავმჯდომარემ გვამცნო, რომ საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე „ვიღაცის პიარს შეეწირა“. გასაგებია, რისთვისაცაა ეს კომისია შექმნილი. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რუსების შეკვეთა. არსის ჩანაცვლება ხდება, პუტინს მისცენ საჩუქრად დასკვნა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი, რომელსაც ის გამოიყენებს შემდგომ უკრაინისთვისაც, იტყვის, რომ უკრაინამ თვითონ დაიწყო და ა.შ. ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობაა“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა