გივი თარგამაძე - 2012 წელს რაც მოვიდნენ, იმის მერე ხან ჩემ წაღებულ 80 მილიონს ეძებდნენ და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა, მერე სხვა რაღაცებიც შემოეცალათ და დარჩათ ეს „სულს ამოგხდით“

პოლიტიკოს გივი თარგამაძის განცხადებით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული 10 000 - ლარიანი გირაო არაპროპორციულია. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.

„პენსიის სახით, როგორც ყოფილი პარლამენტარის, შემოსავალი მაქვს 1000 ლარი. ქონება არ მაქვს საერთოდ, არ მერიცხება არაფერი. [გირაოს უზრუნველსაყოფად] ჩემი შვილის სახლზე იყო საუბარი, რომელშიც ცხოვრობს ჩემი სიდედრი, ამიტომ იმ სახლთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს.

შესაბამისად, რაც არის ეგ არის, რას ვიზამთ. რაც შეეხება გირაოს გადახდას, ადვოკატთან შევთანხმდები", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომ შესაძლოა გივი თარგამაძე მიიმალოს, თარგამაძე განმარტავს, რომ მისი მხრიდან არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. მისი თქმით, თავად დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა კი, ოპოზიციასთან ბრძოლას ემსახურება. ამასთან, მან ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა წლების წინ მის მიერ გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე, როდესაც გამოიყენა წინადადება „სულს ამოგხდით”.

„აი, მაგას ხომ ვერ გავცდით კიდევ, რამდენი ხანია. 2012 წელს, რაც მოვიდნენ, იმის მერე ხან ჩემ წაღებულ 80 მილიონს ეძებდნენ და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა. მერე სხვა რაღაცებიც შემოეცალათ და დარჩათ ეს „სულს ამოგხდით”, რომელზეც ძალიან ხშირად განვმარტე, რასაც ვამბობდი. ვფიქრობ, დღესდღეობით ყველაზე ლეგიტიმურია სწორედ ეგ ნათქვამი, იმიტომ, რომ იქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ “რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე და ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ”. მგონი, ახლა ვხედავთ, როგორ აპირებენ ამ რუსული დროშების მოფენას”, - განაცხადა თარგამაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს