იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ მზარდი ავტორიტარიზმია ქვეყანაში, მაგრამ დიქტატურამდე ნახტომი არ გამოუვა - ამოცანა დროში გადაწიეს, მათი განზრახვა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ლოჯისტიკა

„ქართული ოცნება“, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, მიხვდა, რომ დიქტატურამდე ნახტომი არ გამოუვა, შეუძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური“ სივრცე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ განზრახვა არ შეუცვლია, არამედ ამოცანა დროში გადაწიეს.

“„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უბრალოდ ავტორიტარიზმის გზით კი არ წასულიყო, არამედ დიქტატურაში გადაზრდილიყო მისი ავტორიტარიზმი - იმდენად მოესუფთავებინა ოპოზიციური ველი, რომ არავითარი წინაღობა საკუთარი ძალაუფლების მაქსიმალური უზურპაციის გზაზე არ შეხვედროდა. როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ გათვალა, რომ ეს ასე ადვილი მოსახერხებელი არ არის.

„ქართული ოცნება“ არ ლაპარაკობს მარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მან შემოიტანა ცნება „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და აქ იგულისხმა სულ მცირე ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, მათ აკრძალვაზეცაა ლაპარაკი, თუმცა ამაზე უფრო შორსაც წავიდა „ქართული ოცნება“. გაგახსენებთ, რომ დაინიცირდა კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ან „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მემკვიდრე პარტიების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რჩება მხოლოდ ერთი ძლევამოსილი პარტია, რომელიც ახდენს ხელისუფლების და ძალაუფლების აბსოლუტურ უზურპაციას.

„ქართული ოცნება“ და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მზარდი ავტორიტარიზმია ქვეყანაში, მაგრამ დიქტატურამდე ნახტომი არ გამოუვა, შეუძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ის, რაც შეუძლებელია, როგორც ჩანს, მათთვის ეფექტიანი და მისაღები არ არის და ამოცანა დროში გადაწიეს. მათი განზრახვა არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ლოჯისტიკა“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის