დავით მათიკაშვილი - გახარია პარლამენტში ისედაც არის - სხვა რადიკალებმა ჩახსნეს სიები, მას ეს არ გაუკეთებია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე

გახარია პარლამენტში ისედაც არის, სიები არ ჩაუხსნია, ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი - არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, არაა გამორიცხული, რომ გიორგი გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„გახარია პარლამენტში ისედაც არის. სხვა რადიკალებმა ჩახსნეს თავიანთი სიები, მას ეს არ გაუკეთებია. ამიტომ განცხადებები, რომ პარლამენტს, მის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო, არის სიცრუე და ტყუილი. გახარია, ამ თავის ოპოზიციურ რადიკალურ ჭრილში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ და ეს იქნება ყველასთვის ცნობილი. აშკარად, აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ძალიან მალე ვიხილოთ ჩვენ უკვე შემოსულები, ანუ, რეალურად, საქმეში მყოფი გახარიას პარტიის წვერები, ისევე როგორც მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში," - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, „საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ იგემებს უდიდეს მარცხს“, ხოლო, თუკი არ მიიღებს, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის უკეთესი იქნება, რადგან „ჯანსაღი ოპოზიციისთვის ადგილი გამოთავისუფლდება“.

„ოპოზიციას სრული არეულ-დარეულობა აქვს. მათ არანაირი ერთიანი აზრი და ერთიანი გზა არ გააჩნიათ. ისინი პრაქტიკულად, განულებულები არიან საზოგადოების თვალში რეიტინგულად. დღეს, ნაწილი ფიქრობს, რომ დავალების ჭრილში, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამით შეეცდება, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე კვლავ იტივტივოს. ნაწილი ამ დავალების მოლოდინშია და იმოქმედებს ისე, როგორ დავალებასაც მიიღებს. ერთი, რომ ოპოზიციას პრინციპულობა საერთოდ არ გააჩნია და მეორე - არანაირი ხედვა, არანაირი მომავლის აღქმის უნარი მათ არ აქვთ. ამიტომაც ისინი პოლიტიკური არეალიდან არიან ფაქტობრივად გამქრალი. მიიღებენ მონაწილეობას?! მიიღონ და კიდევ ერთხელ იგემონ საზოგადოების მხრიდან ის უდიდესი მარცხი, რომელსაც აუცილებლად იგემებენ და მიიღებენ არჩევნების შემდეგ. არ მიიღებენ მონაწილეობას?! ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კიდევ უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპოზიციისთვის გამოთავისუფლდება ადგილი," - განაცხადა მათიკაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ